თბილისში ყოფნის პერიოდში მაიკ პომპეო განიხილავს ჩვენს ძლიერ ორმხრივ კავშირებს, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას მხარდაჭერას და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ქეილ ბრაუნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„სახელმწიფო მდივანი პომპეო თბილისში ჩავიდა. აქ ყოფნისას ის განიხილავს ჩვენს ძლიერ ორმხრივ კავშირებს, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას“, – წერს ქეილ ბრაუნი.











