საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მასზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ყველაფერი კარგადაა. ეს ცალკეული შემთხვევაა. ამ ინციდენტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს დანარჩენ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც უამრავი ადამიანის ცხოვრებას ეხება
ინციდენტის შემდეგ, შეხვედრა გავაგრძელე და იმ ხალხს მივესალმე, ვინც იმ მამაკაცის გვერდით იდგა. მათთან ერთად სურათები გადავიღე. გავაგრძელებ ამის გაკეთებას. ვერაფერი შემაჩერებს“,- აცხადებს მაკრონი.
შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა მოქალაქემ სილა გააწნა.











