საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC-ი ავრცელებს.
მაკრონის თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო იქნება ყველა იმ პირისთვის, ვისაც მოწყვლადი ჯგუფების პაციენტებთან უწევს კონტაქტი.
„ჩვენ უნდა გადავიდეთ ყველა ფრანგის ვაქცინაციაზე, ეს ერთადერთი გზაა ნორმალური ცხოვრებისკენ“, –ამბობს მაკრონი.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივერ ვერანმა გაცხადა, მედიკოსები, რომლებიც 15 სექტემბრამდე აცრილი არ იქნებიან, სამსახურში არ დაიშვებიან და ხელფასს არ მიიღებენ.











