“ტესლას” პროექტი დაიწყება ახლო მომავალში, იმედი მაქვს, რომ 20 “ტესლას” გავათამაშებთ, იმ ადამიანებისთვის, ვინც წინა წელს არჩევნებზე იყო”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ჩვენ დავიწყეთ “ზუმდაზუმი,” რომელიც არის თანამედროვე ვერსია კარდაკარის და რომელიც გარდა იმისა, რომ დაგიცავთ კორონასგან, უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ამომრჩეველს ჩაერთოს დისკუსიებში.
გუშინ გვქონდა გასაუბრება ჩვენ კანდიდატთან წავკიდან და ვაპირებთ ახლო მომავალში ყველა ჩვენი კანდიდატი გავაცნოთ მთელ ქვეყანას “ზუმდაზუმის” მეშვეობით. “ტესლას” პროექტი დაიწყება ახლო მომავალში – იმედი მაქვს, რომ 20 “ტესლას” გავათამაშებთ, იმ ადამიანებისთვის, ვინც წინა წელს არჩევნებზე იყო.
გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები, მაგალითად, გვექნება ცალკე პროექტი ბათუმისთვის, თბილისისთვის და ა.შ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ პოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც ვიმყოფებით და სადაც გაურკვეველია, რა მიზნები აქვთ პოლიტიკურ მოთამაშეებს, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი კამპანია ვაწარმოოთ და მართლა სერიოზული პოლიტიკით დავკავდეთ”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.










