„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დაიწყო. შეკრებილ სტუმრებს შორის იყო მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელსაც გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლისას მიმართეს.
„ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილს მივესალმები. მიწამდე თავს გიხრით, ბატონო მალხაზ. ამ სცენიდან ისე ვერ გავიდოდი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
გიორგი ვაშაძემ კი მაჩალიკაშვილს სამართლიანობის აღდგენის პირობა მისცა.
„მალხაზ, პირობას გაძლევ, რომ ქვეყანაში უსამართლობა დასრულდება და აუცილებლად იზეიმებ სიმართლეს. და ყველა, ვინც ეს დანაშაულებრივი ბრძანება გასცა, კანონის წინაშე პასუხს აგებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










