fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

22:51 თებერვალი 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მისივე თქმით, ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე.

„რატომ ვართ ამ დღეში? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის ტყვეები ვართ. ვაყალიბებთ არჩევნებს და ვებღაუჭებით ხელისუფლებას. რატომ უჭირს ეკონომიკას? იმიტომ, რომ გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, არ არსებობს ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო. ქვეყანა ვერ გახდა მიზიდულობის ცენტრი. რატომ გარბიან ქვეყნიდან ადამიანები? იმიტომ, რომ არ მიეცათ განვითარების, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, არ მიეცათ ცოდნის შეძენის, ღირსეული სამუშაო ადგილის პოვნის და ოჯახის გამოკვების შესაძლებლობა. რატომ არის, რომ ქვეყანა, რომელსაც ასეთი შესაძლებლობები აქვს, სხვა ქვეყანაში მოყვანილი პომიდვრით და ხახვით იკვებება? იმიტომ, რომ დღესაც სოფლის მეურნეობა თოხზე და ბარზეა აწყობილი. არ არსებობს არანაირი „ნოუჰაუ“, ტექნოლოგიური მიდგომები, სიახლეები და ახალი სისტემის შემოტანის და აწყობის სურვილი.

რატომ ქრება ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური რუკიდან? იმიტომ, რომ ყოველთვის ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობებს. დღეს, რომ ანაკლია გვქონოდა, გვექნებოდა მძლავრი პოზიციონირება რეგიონში. ვიქნებოდით სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი, კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის.

რატომ არის ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული? იმიტომ, რომ ვერ ვცნობთ და არ ვებრძვით გარეთ მტერს და ვერ ვერთიანდებით შიგნით, არასდროს გვქონია ერთობლივი შეთანხმება, შერიგების გეგმა და აფხაზი და ოსი ძმებისთვის კონკრეტული შეთავაზება უკეთესი მომავლის შენების პერსპექტივით.

რატომ არის საზოგადოება გახლეჩილი? იმიტომ, რომ არსებობს პრივილეგირებული ფენა, ორმაგი სტანდარტები და არ არსებობს კანონი, რომელიც თანაბარი იქნება ყველასთვის, რომელიც შექმნის თანასწორ გარემოს, არ წარმოქმნის სოციალურ უფსკრულს, აგრესიას და უთანხმოებას. რატომ იჩაგრებიან ადამიანები და რატომ ხდებიან პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლნი? იმიტომ, რომ ქვეყანაში მოქმედებს არა დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულება, არამედ ყველა ხელისუფლების მიერ მძევლად ქცეული და მასზე მიბმული, კლანური სასამართლო. რატომ არის ქვეყანაში ამდენი მოშიმშილე ბავშვი? იმიტომ, რომ ვიდრე ჩვენი შვილი არ იშიმშილებს, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ბავშვები რეალურად არსებობენ და რომ ეს არის უმთავრესი და უმოკლეს ვადაში გადასაწყვეტი პრობლემა. რატომ არის ამდენი უმუშევარი? იმიტომ, რომ არასდროს არ გვქონია ეკონომიკური განვითარების მძლავრი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით და განვახორციელებდით. რატომ ვცხოვრობთ ტყუილში? იმიტომ, რომ ტყუილი ნორმად იქცა, ხოლო მატყუარა და მოღალატე ადამიანების არსებობა პოლიტიკაში თუ სახელისუფლო ვერტიკალში – ჩვეულ ამბად. იმიტომ, რომ მათთან თანავცხოვრობთ, ვეგუებით და ვემსგავსებით.

როგორც ოთარ ჭილაძე წერდა: „თუ გინდათ, რომ გადავრჩეთ, არ ჩამოართვათ ხელი გარეწრებს“. როგორ გადავრჩეთ? ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე. ქართული სული, ტრადიცია, კულტურა უნდა იყოს ყველა საქმის ამოსავალი წერტილი და საფუძველთა საფუძველი. უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

თეგები: მამუკა ხაზარაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება, თავისუფალი ვაჭრობა და ლუსტრაციის კანონის მიღება – მამუკა ხაზარაძის ინიციატივა

ნოემბერი 24, 2021
779
პოლიტიკა

მხოლოდ სირცხვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც გეუფლება ასეთი კადრების ნახვის დროს – მამუკა ხაზარაძე 

ნოემბერი 11, 2021
883
მთავარი ამბავი

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა

ოქტომბერი 31, 2021
875

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია