მე მინდა ნიკა მელიას ავუხსნა, რომ ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება, – ასე მიმართა „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ნიკა მელიამ ბრძოლა პარლამენტში უნდა გააგრძელოს.
“მე მინდა ნიკა მელიას ავუხსნა, რომ ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება. ნიკა უნდა იყოს გარეთ და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში იმისათვის, რომ ლუსტრაცია გავაკეთოთ სისტემის. ჩვენ სისტემის დემონტაჟი უნდა გავაკეთოთ.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიებში ვართ და სხვადასხვა პარტიებს წარმოვადგენთ, ქვეყნის, სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიების ამოცანა დღეს უნდა იყოს ამ “ოცნების” მახინჯი მმართველობის დემონტაჟი, ეს არის ყველაზე მთავარი,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში.










