fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მამუკა მდინარაძე: ხატია დეკანოიძეს ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი მათი ტელევიზიის ლიდერის, გვარამიას გინებაზე პირდაპირ ეთერში

14:50 ივლისი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
787
ნახვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან, ხატია დეკანოიძისგან რამდენჯერმე მოითხოვა პასუხი კითხვაზე, გმობდა თუ არა ის ნიკა გვარამიას მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას, თუმცა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კოლეგა ოპოზიციონერისგან პასუხი ვერ მიიღო.

„მე ქალბატონ ხატიას გავეცი პასუხი ქალბატონ თეასთან დაკავშირებით, მას ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი მათი ტელევიზიის ლიდერის – გვარამიას გინებაზე პირდაპირ ეთერში. გუშინ საბჭოთა უნიფორმაში რომ გამოაწყო ჩვენი თანაგუნდელები, ლიდერები, ნამგალი და ურო რომ ახატია კადრებს, ამას გმობს თუ არა. ეს არის თუ არა მძიმე შეურაცხყოფა, მაინტერესებს. თუ მისთვის არ არის მძიმე შეურაცხყოფა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ მიდასტურებთ, ასევე, რიტორიკულად, ქალბატონო ხატია, რომ ეს არის მძიმე შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, მიდასტურებთ, უკვე არა რიტორიკული კითხვაა. თუ თავს იკავებთ, ესეც პასუხია, მივიღებ. მარტივად, როგორც მე გიპასუხეთ, გთხოვთ, ისე მიპასუხოთ. არის თუ არა ეს დასაგმობი საქციელი? გმობთ თუ არა ამ საქციელს, თუ არ დაგმობთ, ერთსაათიანი მონოლოგის მოსმენას არ ვაპირებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იქამდე, ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „მთავარი“ არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის გამო გააკრიტიკა.

22 ივნისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ 23 ივლისს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. გვარამია მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

თეგები: ხატია დეკანოიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს სააკაშვილს ხატია დეკანოიძე მოინახულებს

დეკემბერი 3, 2021
771
პოლიტიკა

პროტესტი მუდმივად იქნება, ჩვენ არ დავიღლებით – ხატია დეკანოიძე

ნოემბერი 12, 2021
797
პოლიტიკა

“არ ვიცით 20 ადამიანის ადგილსამყოფელი” – ხატია დეკანოიძე აქციაზე დაკავებულების შესახებ 

ნოემბერი 11, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია