ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრემიერის, მამუკა ბახტაძის საარჩევნო სიაში ჩასმაზე კონსულტაციები არ ჰქონიათ.
მისი თქმით, ამ საკითხზე იმსჯელებენ და თუ ბახტაძის ინტერესებში იქნება.
“რაც შეეხება სიას, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები საერთოდ არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თვითონ მამუკაზე არის დამოკიდებული, რამდენად არის მის ინტერესებში ამ ფორმით არჩევნებში მონაწილეობა. იქნება ბუნებრივია ამაზე კონსულტაციები და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა კობახიძემ palitranews-ის ეთერში.
წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა სიაში მოხვედრის ნიშანი ის, რომ ბახტაძე მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდა.
„პრეზენტაციას, ბუნებრივია, ესწრებოდა, რადგან ის იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და დღემდე არის ჩვენი გუნდის შემადგენლობაში. როგორც ყოფილი პრემიერი, მიწვეული იყო და მას ჰქონდა საპატიო ადგილი ამ ღონისძიებაზე“,- უპასუხა კობახიძემ.











