fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კერძო მესაკუთრის ინტერესებს ისე, რომ ქალაქის ინტერესები არ დავარღვიოთ – კალაძე

11:45 იანვარი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

„იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გენგეგმის მიღების შედეგად გაუუარესდათ მიწის ნაკვეთის სტატუსი, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს გენგეგმა. ურბანული და არქიტექტურული სამსახურები შეისწავლიან ამ მიწის ნაკვეთის სტატუსს, რა იყო გენგეგმის მიღებამდე და შესაძლებელია თუ არა ძველი სტატუსის დაბრუნება. თუ ძველი სტატუსის დაბრუნება დააზიანებს გენგეგმისა და ქალაქის ინტერესებს, ჩვენ მზად ვართ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით დავაკმაყოფილოთ ასეთი მოთხოვნები“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ 2019 წელს მივიღეთ გენგეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩვენ გეგმაზე, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამ საქმეში.

შესაბამისად, როდესაც გენგეგმა მივიღეთ, არსებობდა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებსაც სხვა ზონის სტატუსი ჰქონდა და 2019 წლამდე მესაკუთრეს შეეძლო, ამ ნაკვეთზე სხვადასხვა ტიპის მშენებლობა განეხორციელებინა, თუმცა გენგეგმა პასუხობს ქალაქის პრიორიტეტებს და გვაქვს ისეთი ზონები, რომლებიც შეიცვალა – მაგალითად, თუ სადმე მშენებლობა იყო დაშვებული, ახლა ეს მიწის ნაკვეთი რეკრეაციული, ლანდშაფტურ-რეკრეაციული ან სატყეო ზონა გახდა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კერძო მესაკუთრის ინტერესებს, ისე რომ ქალაქის ინტერესები არ დავარღვიოთ.

მგონია, რომ არავის სიამოვნებს ის, თუ როგორ ქაოტურად ვითარდებოდა ქალაქი ბოლო წლების განმავლობაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ვისაც თბილისზე გული შესტკივა. არავის მოსწონდა ის, რაც ხდებოდა – კოეფიციენტების გადამეტება, არასწორი სამშენებლო სამუშაოები, ქალაქის არასწორი განვითარება, კონკრეტული რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობის დაშვება, ნებართვების გაცემა – ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევთ კერძო მესაკუთრის ინტერესებს და სწორედ ამიტომ მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გენგეგმის მიღების შედეგად გაუუარესდათ მიწის ნაკვეთის სტატუსი, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს გენგეგმა. ურბანული და არქიტექტურული სამსახურები შეისწავლიან ამ მიწის ნაკვეთის სტატუსს, რა იყო გენგეგმის მიღებამდე და შესაძლებელია თუ არა ძველი სტატუსის დაბრუნება. თუ ძველი სტატუსის დაბრუნება დააზიანებს გენგეგმისა და ქალაქის ინტერესებს, ჩვენ მზად ვართ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით დავაკმაყოფილოთ ასეთი მოთხოვნები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
770
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია