მარგველაშვილთან გაერთიანების თემა დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
“პრეზიდენტი მარგველაშვილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, შესაბამისად, მასთან ჩვენ ყოველთვის გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ვითარების ერთობლივ ანალიზს ვახორციელებდით.
გაერთიანების თემა დღის წესრიგში არ დგას, რაც არ განიხილება, იმაზე ვერ ვისაუბრებ.
ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დიალოგები, ვსაუბრობთ მიზეზებზე, რამ მიგვიყვანა ამ ვითარებამდე, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ეს არის მეგობრულ-პარტნიორული დიალოგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აწარმოებს.
„მე ვარ ამ საკითხზე მუდმივ კონსულტაციებში, ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაზე ამ კონსულტაციების დროს საერთოდ არ ყოფილა. ჩემი აზრით ეს არის სწორი. მათ ველაპარაკები, მაგრამ სხვა თემებზე“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.










