ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუწოდებ მოსახლეობას ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გრიპის ვაქცინაცია დაგვიცავს ორი ინფექციის ერთდროულად შეხვედრისგან.
„ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ერთდროულად შეხვედრისგან რაც არ დაამძიმებს კოვიდინფექციას, თუმცა პირველი მაინც რეგულაციები, პირბადე და დისტანციაა“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.











