ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ერთის წყარო კი გაჩიანია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.
„დაგვემატა 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამ ეტაპზე ქვეყანაში 1137 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და გვყავს 922 გამოჯანმრთელებული. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 237 პაციენტი.
ჩვენს ცენტრში 41 ინფიცირებული მკურნალობს, 2 მძიმე პაციენტის შემთხვევაში დღეს მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება, დანარჩენ შემთხვევაში კი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 შემთხვევა გამოვლინდა.











