„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგორევა სოციალურ ქსელTwitter-ზე ეხმაურება.
„საქართველოში აბსოლუტურად იმედის გამაცრუებელი მოვლენები ვითარდება. ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიული უკუსვლის აისბერგის წვერია. პოლიტიკური პატიმრების სიის გაზრდა ევროპისკენ წინსვლის გზა არ არის,“- წერს ჩეხი პოლიტიკოსი.
Absolutely disappointing development in #Georgia. Arresting opposition leader #NikaMelia is a tip of the iceberg of its democracy backsliding. Adding more political prisoners on the list is not the way to progress towards Europe. #GeorgiaCrisishttps://t.co/GM8GtQOluK
— Markétka Gregorová (@MarketkaG) February 23, 2021
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე











