8 მარტის შეთანხმება ერთი წლის დიდ ხნიანი დაძაბულობის შემდეგ გაფორმდა. ახლა აქ ვართ, 9 მარტს, დაპირებების ერთი წლის შემდეგ და უარეს სიტუაციაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ წელს საქართველომ მოახერხა კრიზისიდან გამოსვლა და მიიღო საარჩევნო რეფორმა.
მარკეტა გრეგოროვას განმარტებით, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში საქართველოს დახმარება და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმება.
„ვერ ავუვლი გვერდს სიმბოლიზმს, 8 მარტის შეთანხმება ზუსტად ერთი წლის დიდ ხნიანი დაძაბულობის შემდეგ გაფორმდა. ახლა აქ ვართ, 9 მარტს, დაპირებების ერთი წლის შემდეგ და უარეს სიტუაციაში. გასულ წელს საქართველომ მოახერხა კრიზისიდან გამოსვლა, მიიღო საარჩევნო რეფორმა და ჩვენ იქ ვიყავით, დავეხმარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ დახმარება ისევ შეგვიძლია. მოდით, ვისაუბროთ პოლიტპატიმრებზე, როგორიცაა გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებაც დაპირებული იყო შეთანხმებით ან ბატონი მელია. მივცეთ ხალხს უფლება, გადაწყვიტონ, ვის აირჩევენ წარმომდგენლად გამჭვირვალე სისტემაში. მაგრამ ამისთვის ჩვენ იქ ყოფნა გვჭირდება. უფრო მეტი მხარდაჭერა და ძლიერი მანდანტი უნდა მივცეთ იქ მყოფ ჩვენს წარმომადგენლებს, რომ დაეხმარონ მედიაციაში. რაც პრეზიდენტმა მიშელმა დაიწყო, შესანიშნავი ნაბიჯია, პირველი ნაბიჯია, მოდით, გავაგრძელოთ ეს გზა და დავეხმაროთ მეზობელებს. კოლეგებო, დავეხმროთ ჩვენს მეგობრებს“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.









