შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, საკრებულოს შენობასთან, სადაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ, პოლიციამ 6 პირი დააკავა, ამის შესახებ “პრაიმტაიმნიუსს” უწყებაში განუცხადეს.
მათი ცნობით, ექვსივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.
ცნობისთვის, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები მარნეულში, საკრებულოს შენობასთან აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ისინი საკრებულოს შენობაში შესვლას და განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ მოხდა აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლება.











