საერთაშორისო გამჭვირვალობამ 31 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნების დაკვირვების შედეგები შეაჯამა. როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მარნეულში, ერთ-ერთმა მოქალაქემ უბანზე სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა.
„მარნეულის #მე-13, 22-ე და 65-ე უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეო ჩანაწერით დადასტურება. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ითხოვს აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას“,- ნათქვამია შემაჯამებელ ინფორმაციაში.
10:00 საათის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48,58%%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26,07%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,77%% აქვს.
სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 668 უბნის მიხედვით.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











