მარნეულის მუნიციპალიტეტში ორშაბათიდან ყველა საბავშვო ბაღი იხურება. როგორც მარნეულის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აცხადებს ამ დროისთვის სულ სამი ბაღი ფუნქციონირებდა და მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით სამივე სრულად დაიხურება.
„მარნეულის 14 ბაღიდან, მხოლოდ 3 ფუნქციონირებდა და ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მარნეულის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა მოგვცა რეკომენდაცია, რომ სამივე ბაღი დაგვეხურა. ამ დროისთვის სიტუაციიდან გამომდინარე არ ვიცით დაწესებულებები როდემდე იქნება დახურული“, – განაცხადა ქარამოვმა.
მარნეულში საბავშვო ბაღების მსგავსად ამ დროისთვის 75 სკოლა ონლაინ სწავლაზეა გადასული.
ავტორი: მარიამ ქველაძე











