მარნეულში 16 ივლისს სტიქიით დაზარალებულ, ვაჟა-ფშაველასა და აღმაშენებლის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას მერია ფინანსურდ დაეხმარება, – ამის შესახებ მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჟანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევის დღიდან შეიქმნა კომისია და აქტიურად მუშაობენ ამ კუთხით.
„მერიამ ადგილზე გაწმენდითი და მოხრეშვითი სამუშაოები ჩაატარა, კომისიამ იმსჯელა დაზარალებულთა მდგომარეობაზე და ყველა ოჯახი მიიღებს მატერიალურ დახმარებას“, – გვითხრა მერის მოადგილემ.
ცნობისთვის, 16 ივლისს ძლიერი წვიმისას მოვარდნილმა ნიაღვარმა ქალაქ მარნეულში ვაჟა-ფშაველასა და გამსახურდიას ქუჩებზე ათობით ოჯახი დააზარალა.











