საქართველოში 500-მდე კოვიდპაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში-507, აჭარაში -154, იმერეთში-223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-215, აჭარაში-119, იმერეთში-47“,- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კოროანვირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 39.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1978, ხოლო სტაციოინალური მეთვალყურეობის ქვეშ 6366 პირი.











