მაშველები სარფი-კვარიათის სანაპიროს ტერიტორიაზე ზღვაში მამაკაცს ეძებენ.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა 27 წლის ანზორ ფანცულაია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ვედიდკარის მკვიდრია.
ოჯახის წევრები დაკარგულს უკვე მესამე დღეა ეძებენ. სოფლის რწმუნებულის თქმით, იგი რამდენიმე დღის წინ წავიდა სარფში სამუშაოდ.
“ფიზიკური სამუშაოების შესასრულებლად წავიდა სარფში, იქ ზღვაში შესულა და მესამე დღეა ეძებენ”,-გვითხრა მან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ წუთებში სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
ადგილზე 20-მდე მაშველი მუშაობს, რომელთაგანაც 4 მყვინთავია.
სამუშაოებში ჩართულია, კატარღა, კვადროციკლი, დრონი და სასაზღვრო პოლიციის ფსკერის სკანირების სპეცაპარატურა.
ავტორი: თეა შონია











