გამოიწვევს თუ არა რეგულაციების შემსუბუქება ინფიცირებულების მატებას?! ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფიქრობს, რომ თუ წესების არ დავიცავთ, ისევ მოიმატებს ინფიცირებულთა რიცხვები.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში შემოღებულმა რეგულაციებმა ვირუსი მნიშვნელოვნად შეაკავა.
„ერთკვირიანი სუნთქვის საშუალებას ვაძლევთ ბიზნესს. გამოიწვევს თუ არა ეს ვირუსის ხელახლა ზრდას, მაღალი შანსია, რომ გამოიწვიოს, მაგრამ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული. ის სფეროები გავხსენით, იქ თუ ყველამ დაიცვა წესი, პრაქტიკულად მინიმალური ზრდა შეიძლება იყოს. თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია ისევ ავარდება რიცხვები და სამწუხაროდ, მოგვიწევს ისევ შევზღუდოთ.“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.











