საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ სკეპტიკურად უყურებენ.
როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სააკაშვილი პოპულიზმით არის დაკავებული, რადგან ის რეალურად, საქართველოში ჩამოსვლას რა აპირებს.
„რამდენჯერ ბრუნდება სააკაშვილი საქართველოში, უკვე სათვალავი აირია. სერიოზული აღარ არის მისი განცხადებები. ვის უბრუნდება, სად ბრუნდება? – სააკაშვილი ძალიან გაურკვეველ სიტუაციაშია. თუ სადმე დასაბრუნებელია – მატროსოვზე. მგონია, რომ ის არასერიოზულად ლაპარაკობს. თავისიანებს აქეზებს, თუ საკუთარ თავს, ვერ გავიგე. ძალიან იშვიათი ეგზემპლარი გამოვიდა სააკაშვილის სახით. თუ გადმოლახავს საზღვარს უფასოდ წაიყვანენ მატროსოვზე“,- განაცხადა ქანთარიამ.
ცნობისთვის, გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნდება.
სააკაშვილის მიმართვას „ქართული ოცნება“ გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, თუ ენმ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგენს, კოალიციას ვერ შექმნიან.











