შევასრულეთ ილიას დანაბარები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს.
„დღეს ისტორიული დღეა. ამაღლებული ჟამია ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. პირველად ქართული პოლიტიკის ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა მიაღწია სრულ თანხმობას საერთო მიზანზე. ეს მიზანი გახლავთ უაღრესად მარტივი და საპასუხისმგებლო. შევასრულეთ ილიას დანაბარები: „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში“. მან ერთიანობაზე თქვა ეს, ერის ერთიანობაზე და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაზე. ილია თვითონ შეეწირა პარტიულ უთანხმოებას. ილიას მიმდევრები ვართ. ილიამ რაც დაგვიბარა, პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა შევასრულეთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიცამ დღეს ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები დაასახელა
შეგახსენებთ, ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.
ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია – გლდანში. გიორგი ვაშაძე – ისანში. ლევან ხაბეიშვილი – სამგორში. მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე.











