ტექნიკურ დახმარებას არავინ არ უშლის, მეზობელს თუ ვინმე დაეხმარება რომ რეგისტრაცია გაიაროს, ეს პრობლემა არ არის, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ 200-ლარიან დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.
„ნებისმიერი პირი, რომელიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოს ასეთ დახმარებას სთავაზობს მოქალაქეს, მგონია, რომ შეიძლება შარშიც გაეხვიოს და მას კრიმინალის ნიშნებიც კი აღმოაჩნდეს თავის ქედებაში, მაგრამ მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიური სახით ცდილობს ამ დახმარებებზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც არასდროს არავის არც ერთი თეთრით არ დახმარებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით 200-ლარიანი დახმარების მისაღებად „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს ტექნიკურ დახმარებას უწევს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ გუშინ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, სახელმწიფო პროგრამის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება ხდება.











