ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აფასებს და მეხუთე ტალღის შესახებ საუბრობს.
როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ქვეყანა ჯერ მე-4 ტალღიდან ვერ გამოვიდა.
„არაფერი შეზღუდვა არ იგეგმება. ახლა ჩვენთვის მთავარია ამ მერყეობის აქტიური მართვა. ამას მე-5 ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ მე-4 ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული მერყეობა,” – აცხადებს თამარ გაბუნია.
12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 37 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.01%-ს შეადგენს.











