დოკუმენტი არის უკეთესი ვიდრე წინა დოკუმენტი იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმი არის ჩადებული,- ამის შესახებ „გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის აზრით შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტი კრიზისს ვერ განმუხტავს.
„მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, ამიტომ მანდ არ არის კითხვის ნიშანი. მე ასევე არ მჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკის და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე. განსაკუთრებით ამერიკის მხარდაჭერის გარეშე. დღეს ნახეთ განცხადება ამერიკის დეპარტამენტის მიერ ხელმოწერილი. თუ რამეს ჩემთვის წონა აქვს, წონა აქვს ამას. ისე ეს დოკუმენტი ჩემთვის არაფერი არ არის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.











