მე ჩემი ნებით საპყრობილეში წასვლას არ ავირჩევდი, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
“თუ საშუალება მაქვს, გავაგრძელო პოლიტიკური ბრძოლა გარეთ და ვიყო ჩემს პარტიასთან და ვიბრძოლო ოპოზიციის ფლანგიდან და ალტერნატივა მაქვს, რომ ჩემი ნებით წავიდე საპყრობილეში, მეორეს არ ავირჩევდი. ნუ თვითონ ირჩევს, კი ბატონო”. – თქვა იოსელიანმა ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში.
ცნობისთვის, დღეს, 16 თებერვალს გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა.










