პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, თუ ის არ იქნება ნამდვილი პარლამენტი, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ის მოლაპარაკებებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი.
„ჩვენ ბუნებრივია პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, თუ ის არ იქნება ნამდვილი პარლამენტი და იქ არ იქნებიან ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი და არ იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა. მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი მოლაპარაკებებისადმი და მგონია, რომ არაფერი არ გამოვა კარგი. შანსი გვაქვს, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ამ მომენტისთვის, რაც მოცემულობა გვაქვს, არ მგონია, რომ შევთანხმდეთ“, – განაცხადა მან.











