საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ნდობას არ უცხადებს და მის არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მის პარტიას არჩევნებში მინიმუმ ექვსი მანდატი უნდა მიეღო, რაც ფრაქციის შექმნისთვის საკმარისი იქნებოდა.
„პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, სულ პირველი განცხადება დილის 4-საათზე ყველა ტელევზიციით გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ჩვენ ვიყავით ინიციატორები ამ ყველაფრის. ოთხი მანდატი დასახელდა „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“.
მე პარლამენტში თუ შევიდოდი იმისთვის, რომ ხალხისთვის სამსახური გამეწია და რეფორმების ცვლილებებისთვის დამეჭირა მხარი. ამ მდგომარობით, ეს გამორიცხულია. მე ხალხის მოსამსახურე მინდოდა ვყოფილიყავი, ოლიგარქი ივანიშვილის კი არა. ასეთ შემთხვევაში, შენც არარაობად იქცევი, რადგან არაფრის გაკეთება შეგიძლია“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 16-ში, მათ შორის, თბილისის 8-ვე ოლქში მეორე ტური გაიმართება.











