მე პირადად მაქვს ხედვები რა არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადა.
მისივე თქმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე დარგის სპეციალისტებს შეხვდება.
“ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სფეროებში არაერთი გამოწვევაა. მე პირადად მაქვს ხედვები რა არის გასაკეთებელი. პირველივე შესაძლებლობისთანავე დარგის სპეციალისტებს შევხვდები. ორშაბათიდან სპორტისა და ახალგაზრდული სფეროს წარმომადგენლებთანაც მექნება შეხვედრა,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.










