„კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას აფასებს. იგი კონკრეტულად გიორგი ვაშაძეზე საუბრობს და ამბობს, რომ მას მსგავსი გადაწყვეტილებით გული სწყდება. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
„გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილისა და ალეკო ელისაშვილის გვერდით, იმ დოკუმენტზე ხელის მომწერი, რომელიც იმ საარჩევნო სისტემას, რომელზეც მე და გიორგის ათასგზის გვისაუბრია (ტექნოლოგიებით და ციფრული ტექნოლოგიებით), ეს ის დოკუმენტი არ არის. მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან კი ელისაშვილი აირჩია“,- ამბობს თაკო ჩარკვიანი.










