პარტია „გირჩის“ ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ გაცნობა სურს. ამის მან POSTV-ის ეთერში ისაუბრა.
„მე მინდა, რომ გავიცნო „ქართული ოცნება“. იქ არავის არ ვიცნობ. ჯერ მინდა, რომ ადამიანებს ვიცნობდე. საჯაროდ ვიძახი, რომ საერთოდ, მაინტერესებს, გავიცნო ქართული ოცნება”, – განაცხადა მეგრელიშვილი.
მან ასევე, გადაცემის წამყვანს რჩევაც ჰკითხა, თუ ვისთან უნდა მივიდეს და ვინ გაიცნოს.
„შენ უფრო გენდობი, რომ მირჩიო, ვინაა ის ადამიანი დღეს „ქართულ ოცნებაში“, ვისთანაც სერიოზული ლაპარაკი შეიძლება, რათა გავიგო, რა უნდა „ქართულ ოცნებას”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის გასაცნობად პარლამენტში რომ მივიდეს, „ისტერიკა ატყდება” და მას ადამიანების გაცნობა უნდა და არა შოუს მოწყობა.









