„ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მინისტრი“,- ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანმა შსს-ის ყველა თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მინისტრი, იმიტომ რომ ის ხელმძღვანელობს წარმატებულ ადამიანებს, ვინც დღე და ღამე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურში დგას. მე მინდა როგორც პარლამენტის ტრიბუნიდან, ასევე თქვენ წინაშე, ბატონ გომელაურის და ამ უზარმაზარი სისტემის თანამშრომლებს მიუხედავად სირთულისა, წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.










