მე არავარ ის კაცი, რომლისგანაც საფრთხე მოდის, რომ ის შეხტება პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ის დეპუტატი, ვინც განცხადება დაწერა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნაზე, პარლამენტში რაღაც ფორმით მაინც მოხვდება.
“გულწრფელი რომ ვიყო, ჩვენ ახლა გვჯერა, რომ ის ხალხი, ვინც განცხადება დაწერა, რაღაცა ფორმით მოხვდება პარლამენტში, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ გვინდა ასეთ რაღაცაში მონაწილეობა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










