„შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ნამდვილად არ არის იდეალური, მაგრამ, მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე საუბრობს.
როგორც კაპანაძე ამბობს, ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე „ქართული ოცნება“.
„თუ, რა თქმა უნდა, სწორად მესმის და მელიას და რურუას ერთ კვირაში გათავისუფლება წერია და ადგილობრივ არჩევნებში ქოცების 43%-ზე მეტის ვერ მიღების შემთხვევაში, ახალი არჩევნები ინიშნება. ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე „ქართული ოცნება“, გაცილებით მეტს. უპირველეს ყოვლისა კი, ქვეყნისთვის იქნება უკეთესი ამ შეთანხმების მიღწევა.
თუ მოლაპარაკებები გრძელდება, მეტის მიღებაც შეიძლება და ამ დოკუმენტის გაუმჯობესებას უნდა ეცადონ მომლაპარაკებლები, თუ არა და, თუ ეს არის შეთანხმების ბოლო შანსი, მაშინ დათანხმება იქნება სწორი.
ამ დოკუმენტში რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, 20 ივნისის სრული ამნისტიაა. თუმცა ამნისტია მუხლებს ეხება და კონკრეტული მუხლების განსაზღვრისას უნდა მოხდეს დაკონკრეტება, ვინ იგულისხმება და ვინ არა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ თუ ოცნება მონდომებს ამას, ისედაც გააკეთებს“,- ამბობს სერგი კაპანაძე.
კაპანაძის თქმით, ეს მხოლოდ მისი პირადი აზრია.
ვინ (არ) შედის პარლამენტში ოპოზიციიდან? – ნახეთ ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია











