მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ შეერთებული შტატები ჩაერთვება საკმაოდ სერიოზულად, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, “ქართული ოცნება” ოპონენტების წინააღმდეგ მიუღებელ ლექსიკონს იყენებს.
„ვინმეს არ ეგონოს, რომ კრისტიან დანიელსონი წავიდა და უკან არ დაბრუნდება. ეს პროცესი გაგრძელდება, ეს ზეწოლა და პრესინგი გაგრძელდება ევროპიდან და არა მხოლოდ ევროპიდან. მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ შეერთებული შტატები ჩაერთვება საკმაოდ სერიოზულად, რომ მათი სტრატეგიული პარტნიორ ქვეყანაში ეს მდგომარეობა დასრულდეს. უბრალოდ, „ოცნება“ ვერ ითავისებს, რომ პროცესების გაწელვა მუშაობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
პირდაპირ ჩაჩეხვა მიდის, პირდაპირ ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვის მცდელობა მიდის და აბსულუტურად მიუღებელ ლექსიკონს ვისმენთ – ასე ქვეყანა ვერ განვითარდება“, – განაცხადა ხაზარაძემ.











