„მე მესმის, რომ საკუთარ თავზე საუბრობს დავით ბერძენიშვილი, რომ უნდა გაიწიოს და გაწეულად მიაჩნია თავი, მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო”, – ასე პასუხობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, დავით ბერძენიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ძველი თაობის პოლიტიკოსები გვერდზე უნდა გაიწიონ და ახალ თაობას დაუთმონ ადგილი.
ცნობისთვის, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტაიმ აუტს იღებს და ერთი თვე ტელევიზიებში მისვლაზე უარს ამბობს.
“ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ( ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90- იანებიდან ვჩანვართ სულ) – გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც.
კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს, დაარბევენ კიდე უფრო უმოწყალოდ….
ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია….ვისაც მეორე რიგში საკუთარი თავის დაკარგვის/ჩაკარგვის არ ეშინია.
განახლების მოშიში ხალხი მაინც წააგებს. მეორე რიგში ყოფნაც არავის აქვს გარანტირებული.
P.S. ჩემი გულწრფელობის დასადასტურებლად, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ეს ერთი თვე არ წავალ არც ერთ პირდაპირ ეთერში. არ გაღარიბდება ამით ქართული ტელესივრცე“, – წერს ბერძენიშვილი.











