„თუ ჩემი დაბრუნება, მობრუნება და გაერთიანება შეიძლებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, რატომ არ შეიძლება რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღარ დაუშვას ის შეცდომები“ – ამის შესახებ „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა მედეა ვასაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებში ოპოზიციური პარტიების გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა მისთვის მისაღები იქნება.
„დღეს აჭარაში თუ რამე თითით საჩვენებელი არსებობს და თუ რაიმე საუკეთესოთი სარგებლობს „ქართული ოცნება“ ეს არის მიხეილ სააკაშვილის და ძველი ხელისუფლების დანატოვარი“, – განაცხადა მედეა ვასაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას.











