საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ქართველ ჟურნალისტებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს, ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
„დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა! ეს არის პროფესია, რომელიც წარმოუდგენელ შრომას და თავდადებას მოითხოვს.
ჩვენ, პოლიტიკოსები, ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობთ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან. მიუხედავად მწვავე კამათის, კითხვების და განსხვავებული აზრისა, უდიდეს პატივს ვცემ ყველა თქვენგანის შრომას და მიმაჩნია, რომ მედიის მრავალფეროვნება პოლიტიკური პრულარიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მედია ნამდვილად არის მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც დიდ ძალუფლებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მედია პოლიტიკისგან დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში მაუწყებლობს. ვულოცავ ყველა ჟურნალისტს! გისურვებთ არასდროს გეღალატოთ პროფესიული ღირსებისთვის“, – წერს ირაკლი ზარქუა.










