„ხელისუფლებას აქვს ბრიყვული მცდელობა მოახდინოს მედია საშუალებების დისკრედიტაცია, ყველა მცდელობის მიუხედავად, მედია ვერ გააკონტროლეს და ეს იწვევს აგრესიას“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ძალაუფლების დაკარგვის შიშით არიან შეპყრობილი და ამის საფუძველი აქვთ. ისინი ძალაუფლებას შემდეგ არჩევნებში დაკარგავენ. ყველა მცდელობის მიუხედავად, მედია ვერ გააკონტროლეს და ეს იწვევს აგრესიას.
იქ ხედავენ საფრთხეს და ახლა ბრიყვული მცდელობა აქვთ, რომ იმ საშუალებების დისკრედიტაცია მოახდინონ, რომელსაც ვერ აკონტროლებენ. სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან კიდევ რამდენიმე თვე, აგრძელებენ იმას, რასაც წლები შვრებოდნენ – სიძულვილის თესვას, საზოგადოების დაყოფას, რაც ქვეყნისთვის არის ცუდი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს და „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს”











