მედიაში გავრცელებული კადრების გამო, ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა
საქმის მოსამართლის აცილება მოითხოვა.
მან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა და უთხრა, რომ პოლიცია გადაწყვეტილების გაცხადებას არ დაელოდა და მას პატივს არ სცემენ.
„მოგმართავთ შუამდგომლობით, აიცილოთ ეს საქმე“, – ამბობს საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა კადრები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება.










