შესაძლებელია თუ არა ქვეყანამ მეხუთე ტალღას თავი აარიდოს, ამ კითხვაზე ექიმებს პასუხის გაცემა უჭირთ. ექიმები აცხადებენ, რომ მეხუთე ტალღისგან თავის დაცვა მის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.
„თუ მიზეზი სეზონური გავრცელების მატება იქნება, მასთან ბრძოლა შეგვიძლია არსებული რეკომენდაციებითა და ვაქცინაციით. ხოლო, თუ მიზეზი ვირუსის ახალი მუტაციური შტამის წარმოქმნა გახდა, არა მარტო საქართველოს, მთელ მსოფლიოს გაუჭირდება მასთან ბრძოლა“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 585 036 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 548 951, გარდაიცვალა 8 287 პაციენტი.











