„მელას თავის კუდი მოწმედ მოჰყავდაო“, – ასე ეხმიანება „ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან პროკურატურაში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
„იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აქვთ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მმართველი პარტიისგან და მისი დამფუძნებლისგან, ცხადია, რომ სანდოობას ვერ მოიპოვებს. ამიტომ ჩვენი კითხვაა პროკურატურის მიმართ – რატომ არ იქნა ეს გათვალისწინებული და რატომ არ მოხდა ჩანაწერის საერთაშორისო, ყველასთვის სანდო ექსპერტიზის ბიუროსთვის გაგზავნა და საერთაშორისო საგამოძიებო კომპონენტის შემოტანა.
ძალიან უცნაურია ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურის დუმილი და ახლა ე.წ. შუუალედური ანგარიშის გამოქვეყნება მაშინ, როცა ასეთი პრაქტიკა პროკურტურას არ გააჩნია და ძალიან უცნაურად იყენებს მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებში. ბოლოს ასეთი დასკვნა მახსოვს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ გაგზავნილ მუქარის წერილზე, სადაც პროკურატურამ იმ კითხვას კი არ გასცა პასუხი ვისი ანაბეჭდები იყო, არამედ გახარია გაწმინდეს და თქვეს, რომ გახარიას ანაბეჭდები წერილზე არ იყოო,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია“.











