მელიამ, ყველა ბორკილს მოვიწყვეტ, თავს გავითავისუფლებო და დღეს ოთახში ჩაიკეტა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„სირცხვილია, რასაც ჩვენ ვხედავთ. ერთ შემთხვევაში, ის გაგულისებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს და დღეიდან ის არის თავისუფალი ლიდერი, რომელიც სათავეში უდგას ოპოზიციურ მოძრაობას. დღეს ვნახეთ, რომ სანამ სასამართლო რამეს გადაწყვეტდა, თვითონ ჩაიკეტა თავი ოთახში, ფაქტობრივად, სამაჯურზე მეტი შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს. აი ეს არის, ასეთი ტიპის ლიდერთან გვაქვს ჩვენ საქმე”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამ წუთებში სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.











