გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოფისის დაწვა დაახლოებით დილის 7 საათისთვის სცადეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პრაიმტაინიუსთან“ საუბრისას განცხადა, მისი ინფორმაციით, ნიკა მელიას ოფისში ხელნაკეთი ბომბი შეაგდეს.
„რა მოხდა გლდანში, ვარკვევთ. ჯერ ყველაფერი გაურკვეველია. ოფისში ხელნაკეთი ბომბი შეაგდეს, ყველაფერი მალე გაირკვევა“,- განაცხადა გოცირიძემ.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.










