„მეორე ტურის დღეს ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს სხვადასხვა ფორმით გავმართავთ“ – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სირცხვილის დერეფანს ამომრჩეველს არავინ მოუწყობს.
„ზოგან იქნება ჯაჭვი, ზოგან უბრალოდ აქცია საარჩევნო უბანთან. რაც შეეხება სირცხვილის დერეფნებს, რომელმაც ამდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, არავინ მოუწყობს სირცხვილის დერეფნებს ამომრჩეველს, მაგრამ ვისაც ექნება სურვილი და რომელ პარტიასაც ექნება სურვილი, უბრალოდ უბანთან გაპროტესტდეს მოპარული არჩევნები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პარტია თავისუფალია ამ არჩევანში. ზოგიერთ რეგიონში ჩვენც გავაპროტესტებთ ამ მოპარულ არჩევნებს“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.











