მექსიკამ კორონავირუსის რუსული ვაქცინა, Sputnik V-ი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მექსიკამ მას შემდეგ მიიღო, რაც კვლევის შედეგებმა, რომელიც The Lancet-ში გამოქვეყნდა, 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში კორონავირუსის 1,8 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 160 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











