„ბიძაჩემი არასტაბილურია, ის დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას“,- ამის შესახებ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძმისშვილი, მერი ტრამპი აცხადებს.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„ყველა ადამიანი, ვინც კაპიტოლიუმში შეიჭრა, უნდა დააპატიმრონ, გაასამართლონ, მძიმე სასჯელი მიესაჯოთ. მათ შეურაცხყვეს ჩვენი დემოკრატიის საფუძვლები“,- აცხადებს მერი ტრამპი.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მერი ტრამპი ამბობდა, რომ დონალდი დამარცხებას მარტივად არ შეეგუებოდა.











