დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, თბილისში რეგისტირრებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასახმარებლად ბაზაში ქულების რაოდენობა იცვლება.
მისი განმარტებით, სტუდენტი დახმარებას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ მას სოცალურად დაუცველთა ბაზასი 150 ათასამდე ან ნაკლები ქულა აქვს.
„ახალგაზრდების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა. თქვენ იცით, რომ 2015 წლიდან ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა იყო 70 ათასი ან ნაკლები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება. დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომლებსაც ბაზაში 150 ათასამდე ან ნაკლები ქულა აქვთ. დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2 250 ლარი“,- განაცხადა კახა კალაძემ.











